ახალი ამბები

ხაზარაძე: კიდევ ერთხელ ვნახე საბჭოთა პროკურატურის მენტალიტეტი

5 მარტი, 2019 • 794
ხაზარაძე: კიდევ ერთხელ ვნახე საბჭოთა პროკურატურის მენტალიტეტი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დასრულების შემდეგ თიბისი ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ პროკურორებს იმ წერილის ასლი გადასცა, რომელიც, მისი თქმით, ბიზნესმენს შს მინისტრმა მისწერა.

მამუკა ხაზარაძემ დღესაც თავი შეიკავა წერილის შინაარსზე საუბრისგან და უწყება საბჭოთა პროკურატურას შეადარა:

“როგორც მოგეხსენებათ, ვიყავი გამოკითხვაზე, სადაც იმყოფებოდნენ პროკურორები გამოკითხვა ჩატარდა მოსამართლის თანდასწრებით. ახლა გამოვედი, წერილის ასლი გადავეცი, ასევე გავაკეთე კომენტარები. წერილში რა წერია, ეს იყოს  პროკურატურის კომპეტენცია, რამეთუ კარგად ატარებენ პრესკონფერენციებს. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვნახე საბჭოთა პროკურატურის მენტალიტეტი,” – თქვა ბიზნესმენმა გამოკითხვის დასრულების შემდეგ.

ამავე თემაზე:

წერილის ასლი გამოძიებას მივეცი, ორიგინალი ლონდონშია ექსპერტიზაზე – ხაზარაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი