ქობულეთში 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ქობულეთიდან 3 კილომეტრში, სოფელ ალამბარში მდებარებოდა.
მიწისვძრა 5 მარტს, 00:21 საათზე მოხდა.
ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
მოქალაქეების თქმით, მიწისძვრის ბიძგები ქობულეთის სხვა სოფლებშიც ძლიერად იგრძნობოდა.