სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზურაბიშვილი საფრანგეთს სამუშაო ვიზიტით 17-19 თებერვალს ეწვევა.

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში შეხვედრებს ასევე გამართვს იუნესკოს გენერალურ მდივანთან და სენატის პრეზიდენტთან.

“ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი ქართველ სტუდენტებსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება,”-განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.