ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის პრეზიდენტობის კანდიდატი: საქართველოსთან საზღვარს ჩავკეტავთ

29 ივლისი, 2014 • • 1105
აფხაზეთის პრეზიდენტობის კანდიდატი: საქართველოსთან საზღვარს ჩავკეტავთ

ამასთან, ძაპშბა ამბობს, რომ აფხაზეთში რკინიგზის აღდგენა უმნიშვნელოვანესია. 

 

“ჩვენ არ შეგვიძლია ასე ვიარსებოთ მომავალშიც. უახლოეს მომავალში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის აღდგენას დამოუკიდებლად ვერ შევძლებთ, და რატომ არ შეგვიძლია ეს რუსეთის შუამდგომლობით გავაკეთოთ, თუკი ეს ბიუჯეტში მნიშვნელოვან შენატანებს მოიტანს. არ უნდა ჩავიკეტოთ მსოფლიოსგან, ისედაც დიდხანს ვართ ამ მდგომარეობაში,”- ამბობს პრეზიდენტობის კანდიდატი.

 

კითხვაზე, რას ფიქრობს აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები 20 000 ეთნიკურად ქართველის პასპორტიზაციის  საკითხზე, პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, რომ “გალის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის რაიონების მოსახლეობა – ეს ჩვენი მოსახლეობაა, ისინი დიდი ზანია ჩვენს ტერიტორიაზე ცხოვრობენ და სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან. პასპორტიზაციის საკითხებზე ბევრი პრობლემაა. არჩევნების შემდეგ კვალიფიციური კომისიები უნდა შეიქმნან, რომლებიც საკითხს სიღრმისეულად შეისწავლიან – ვის აქვს მხოლოდ ცხოვრების უფლება და ვის მოქალაქეობის. არავის აქვს უფლება პასპორტების ჩამორთმევის, ეს კატეგორიულად მიუღებელია და არავინ გეგმავს მათ გასახლებას.”   


ლეონიდ ძაპშბა
ლეონიდ ძაპშბა


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   


მასალების გადაბეჭდვის წესი