ახალი ამბები

საქართველოში ყველაზე მწვავე ეკოლოგიურ პრობლემად ჰაერის დაბინძურება მიაჩნიათ – NDI

28 იანვარი, 2019 • 3758
საქართველოში ყველაზე მწვავე ეკოლოგიურ პრობლემად ჰაერის დაბინძურება მიაჩნიათ – NDI

NDI-ის უახლესი კვლევის მიხედვით, საქართველოში ყველაზე მწვავე კოლოგიურ პრობლემად ჰაერის დაბინძურება მიაჩნიათ. კვლევის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით ჰაერის დაბინძურებას ყველაზე მწვავე პრობლემად 57% ასახელებს, ხოლო თბილისის მასშტაბით ეს მაჩვენებელი იზრდება და – 76%-ს აღწევს.

რესპონდენტებს კითხვარის შევსებისას დასახელებული პრობლემების სიიდან მაქსიმუმ 3 პასუხის დაფიქსირების საშუალება ჰქონდათ. კვლევის შედეგად მიღებული პასუხები ქვეყნის მასშტაბით კი ასე გადანაწილდა.

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)” და “CRRC–საქართველო მედიის” 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის ცდომილება 2.1 პროცენტს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი