ახალი ამბები

უცხოელებისათვის მიწის ფლობაზე მორატორიუმი გაუქმდა

24 ივნისი, 2014 • • 2310
უცხოელებისათვის მიწის ფლობაზე მორატორიუმი გაუქმდა

დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“  სარჩელი [საქმე „მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”] დააკმაყოფილა და დავის საგანი – სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ [საქ. კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი] ანტიკონსტიტუციურად სცნო.

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პროექტების მენეჯერმა გია გვალიამ “ნეტგაზეთს” განუცახდა, რომ ამ გადაწყვეტილებით უცხოელებისათვის საქართველოში მიწის ფლობაზე პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგდ დაწესებული მორატორიუმი ავტომატურად გაუქმდა: 

 

“ჩვენ გასაჩვრებული გვქონდა ის შეზღუდვა, რომელიც დააწესა პარლამენტმა უცხოელებისათვის მიწის ფლობაზე. პარლემენტის მიერ მიღებული ნორმა სცნო არაკონსტიტუციურად. სასამართლომ თქვა, რომ პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიწის ფლობას უკრძალავს. წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლთან. საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ არ აქვს მნიშვნელობა. ეს არის მორატორიუმი თუ სხვა ფორმა და აქედან გამომდინარე ასეთი ნორმის შინაარსი უნდა გაუქმდეს.”

 

გია გვალიას განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან და გამოცხადებისთანავე ნორმა ითვლება გაუქმებულად:

 

“საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდება “მაცნეზე”. ნორმა გაუქმდება, კანონიდან გაქრება, რაც იმას ნიშნავს, რომ უცხოელს ეძლევა ავტომატურად უფლება მივიდეს რეესტრში და მიწა დაირეგისტრიროს საკუთებაში. დამატებითი ფორმალური მოქმედებები საჭირო არ არის.” 

 

2013 წლის სექტემბერში „საერთაშორისო გამჭვირვალობა –საქართველომ“ გაასაჩივრა მიწაზე დროებითი სამართლებრივი შეზღუდვის დაწესება.  

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საქმე „მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის იანვარში განიხილა, სხდომის განჩინება კი დღეს გამოაცხადა.  

 

 უცხოელებისთვის მიწის ფლობაზე მორატორიუმი 2013 წლის ივლისში ამოქმედდა. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიწის საკუთრების უფლების მოპოვება 2014 წლის 31 დეკემბრამდე შეუჩერდათ. 

მიწა
მიწა

მასალების გადაბეჭდვის წესი