ახალი ამბები

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

15 ნოემბერი, 2018 • 1417
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა. დღევანდელი სავალუტო ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 2 თეთრით, ევროსთან კი 1 თეთრით გამყარდა.

ხვალ, 16 ნოემბერს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება  2.68 ლარი, ერთი ევროს ოფიციალური გაცვლითი კურსი კი  3.02 ლარი იქნება.

ოქტომბრიდან ლარი დოლართან და ევროსთან უფასურდებოდა. საპირისპირო ტენდენცია გამოიკვეთა 9 ნოემბერს. ამ დღეს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 10 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი