ივანიშვილის მარცხის შემდეგ, ჩვენ და ენმ კვლავ ოპონენტები ვიქნებით – ბოკერია

“ივანიშვილის მარცხის შემდეგ, ჩვენ და ენმ კვლავ ოპონენტები ვიქნებით”, – ეს განცხადება ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ გააკეთა.

„ევროპულ საქართველოს, ნაციონალურ მოძრაობას და მთელ ქართულ საზოგადოებას დღეს ერთი ამოცანა გვაქვს – სალომე ზურაბიშვილის დამარცხება და ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიანად და არჩევნების გზით გაშვება. ამას სჭირდება მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება, რასაც საარჩევნო რეფორმა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა უნდა მოჰყვეს, რათა არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ჰქონდეს ისეთი ძალაუფლება, როგორიც ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას ვარდების რევოლუციის შემდეგ და, მით უმეტეს, ივანიშვილს დღეს. ეს თქვა გიგი უგულავამ და ეს პოზიცია არაერთხელ დავიკავეთ საჯაროდაც. ამის შემდგომ ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა კვლავ ოპონენტები იქნებიან, ერთმანეთს კონკურენციას და შემდეგ ქართველი ამომრჩეველი გადაწყვეტს, ვინ იქნება ხელისუფლებაში და ვინ ოპოზიციაში.

ეს პოზიცია საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან იყო ცნობილი – ჩვენ კონკურენტები და ოპონენტები ვართ, მაგრამ ეროვნული ამოცანა გვაქვს, რომ ივანიშვილის რჩეული კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დავამარცხოთ. ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ამისთვის ვუჭერთ მეორე ტურში მხარს გრიგოლ ვაშაძეს”, – აცხადებს ბოკერია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com