მძღოლსა და მგზავრს შორის დაწყებული ჩხუბის შედეგად, ავტობუსი ჩინეთში ხიდიდან გადავარდა (ვიდეო)

ავტობუსში მყოფი თხუტმეთივე ადამიანი ემსხვერპლა უბედურ შემთხვევას სამხრეთ ჩინეთში. ადგილობრივი მედიასაშუალებების ცნობით, მუნიციპალური ავტობუსის მგზავრი თავის გაჩერებას გასცდა და მძღოლს გაჩერება სთხოვა, რაზეც უარი მიიღო.

უარმა მგზავრი გაანაწყენა, მძღოლს მიუახლოვდა და ჩხუბი დაუწყო, შემდეგ კი თავში ტელეფონი ჩაარტყა. ჩხუბს ჩხუბითვე უპასუხა მძღოლმა, რომელმაც მგზავრს ხელი დაარტყა. ხელჩართული ჩხუბისას მძღოლმა საჭე ვერ დაიმროჩილა, ჯერ შემხვედრ ზოლში მომავალ ავტომობილს დაეჯახა, შემდეგ გაანგრია ხიდის ბორდიური და სიმაღლიდან წყალში ჩავარდა.

ავტობუსში დაწყბეული ჩხუბი და კატასტროფის მომენტი გადაიღო ავტობუსის სალონში დამონტაჟებულმა ვიდეოკამერამ. ავტობუსის ხიდიდან გადავარდნის მომენტი კი, ერთ-ერთი სხვა ავტომობილის სათვალთავლო კამერამ.

მაშველებმა ავტობუსი წყლიდან უკვე ამოიტანეს. ამ დროისათვის ნაპოვნია 13 ადამიანის გვამი, ორს კი ეძებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.