ახალი ამბები

სამართალდამცავებმა ბოლნისში ხე-ტყის უანონოდ გადატანის ფაქტი გამოავლინეს

24 ოქტომბერი, 2018 • 924
სამართალდამცავებმა ბოლნისში ხე-ტყის უანონოდ გადატანის ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. დეპარტამენტის ცნობით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქალაქეს მანქანაში უკანონოდ მოპოვებული 3 კუბურ მეტრამდე წიფლის ხე გადაჰქონდა.

“მძღოლმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. ავტომანქანა დაილუქა. საქმის მასალები ბოლნისის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნება”, – აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი