ახალი ამბებისამართალი

პირს, რომელმაც 8 მარტს ცოლსა და 12 წლის გერს სცემა, პატიმრობა მიესაჯა

9 ოქტომბერი, 2018 • 2369
პირს, რომელმაც 8 მარტს ცოლსა და 12 წლის გერს სცემა, პატიმრობა მიესაჯა

დღეს, 9 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო გ.გ. რომელიც ბრლდებულია ქალთა საერთაშორისო დღეს ცოლისა და არასრულწლოვანი გერის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში, ასევე, ნივთის დაზიანებაში. მას სასჯელის სახედ და ზომად 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის 8 მარტს გ.გ-მ ურთიერთშელაპარაკების დროს ცოლს – მ.ს-ს და არასრულწლოვან გერს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც ცოლს რამდენჯერმე დაარტყა სახეში, ხოლო 12 წლის გერს ფეხი ჩაარტყა მუხლში, შემდეგ კი მ.ს-ს კუთვნილი კომპიუტერი და საოჯახო ტექნიკა დააზიანა. სამართალდამცველებმა გ.გ. 8 მარტსვე თბილისში დააკავეს.

გ.გ-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით,(ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ), 111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ნივთის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი