ახალი ამბები

ხაშურის სასამართლოში პატიმარმა ბადრაგს იარაღის წართმევა დაუპირა – პენიტენციური სამსახური

3 ოქტომბერი, 2018 • 1474
ხაშურის სასამართლოში პატიმარმა ბადრაგს იარაღის წართმევა დაუპირა – პენიტენციური სამსახური

ხაშურის სასამართლოში პატიმარმა ბადრაგს იარაღის წართმევა დაუპირა და შენობიდან გაქცევა სცადა. პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, პატიმარმა საპირფარეშოში გასვლა ითხოვა, რა დროსაც ერთ-ერთ ბადრაგს იარაღის წართმევა დაუპირა.

“მეორე ბადრაგის დახმარებით გაქცევის მცდელობა აღკვეთილი იქნა,” -აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში. მათივე განცხადებით, შემთხვევა დღეს, 3 ოქტომბერს მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი