ახალი ამბები

პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა

27 სექტემბერი, 2018 • 5698
პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის თქმით, მამალაძის საკითხი კომისიაში სპეციალური წესით განიხილეს, რადგან ამ უკანასკნელს სასჯელის ნახევარი მოხდილი არ აქვს. დეკანოზის ადვოკატებმა შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს 9 აგვისტოს მიმართეს.

სპეციალური წესით განხილვისას კომისიის სხდომას უნდა ესწრებოდეს სრული შემადგენლობის 3/4, ხოლო დადებითი გადაწყვეტილება ყველა დამსწრემ ერთხმად უნდა მიიღოს. ქორიძის განმარტებით, მამალაძის საკითხზე კომისიაში კონსენსუსი ვერ შედგა და პრეზიდენტს შესაბამისი რეკომენდაცია შეწყალების თაობაზე ვერ მისცეს, პრეზიდენტმა კი კომისიის პოზიცია გაითვალისწინა. პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მამალაძის ადვოკატემა 9 აგვისტოს მიმართეს.

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის საქმეს, კომისიას მასზე არ უმსჯელია, რადგან ქორიძის თქმით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს კომისიისთვის არ მიუმართავს.


დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. სასამართლომ დეკანოზი პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ.

მასალების გადაბეჭდვის წესი