ბურჭულაძე – 2016 წლის არჩევნებამდე სალომე ზურაბიშვილს ჩემს პარტიაში შემოსვლა უნდოდა

პაატა ბურჭულაძის განცხადებით, 2016 წლის არჩევნებამდე, როდესაც პოლიტიკური პარტია შექმნა, სალომე ზურაბიშვილმა ხალხი მიუგზავნა და შეუთვალა, რომ მის პარტიაში ყოფნა სურდა, რაზეც პირდაპირ უარი მიიღო.

პაატა ბურჭულაძემ რუსთავი 2-თან ინტერვიუში გაიხსენა სალომე ზურაბიშვილთან ურთიერთობის პერიოდი არჩევნებამდე.

სალომე ზურაბიშვილი 2015 წელს ფონდ იავნანას და პააატა ბურჭულაძეს აკრიტიკებდა იმის გამო, რომ მას ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს კარტბლანში ჰქონდა. სალომე ზურაბიშვილმა მაშინ აღნიშნა, რომ ფონდში შესაძლოა ფულის გათეთრება ხდებოდა.

“საერთოდ ცოტა ძნელია, სერიოზულად ილაპარაკო ამ ქალბატონზე იმიტომ, რომ მახსოვს, როდესაც შევქმენი პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის”, მანამდე ასეთ განცხადებებს, ოღონდ პიროვნულად ჩემზე სულ ავრცელებდა ფეისბუკზე და სულ უნდოდა, რომ მეპასუხა. მე არ ვაქცევდი ყურადღებას.

მას სერიოზულად არ აღვიქვამ. მე რომ მას ოდნავ მაინც სერიოზულად აღვიქვამდე, ერთხელ მაინც ვუპასუხებდი. ჯერ ერთი, ქართულად ვერ გაგაგებინებს, რა უნდა; თუ ვინმე არ დაუჯდა გვერდში და არ დაუწერა, ალბათ, მაგი ვერ იტყვის ქართულად ვერაფერს”, – ამბობ პაატა ბურჭულაძე სალომე ზურაბიშვილზე.

პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ მისთვის წარმოუდგენელია სალომე ზურაბიშვილისნაირი პრეზიდენტობის კანდიდატი:

“როგორ შეიძლება, საქართველოს პრეზიდენტობა გინდოდეს, როცა მოყოლით იცი, რა არის ქართველობა.”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.