ახალი ამბები

ანონსი – 31 იანვარი

30 იანვარი, 2014 • • 1120
ანონსი – 31 იანვარი


10:30 გაიმართება კონფერენცია თემაზე  „SOS-საქართველოს მთა“. კონფერენციას გამართავს „საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდი“, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი. „ქორთიარდ მერიოტში“ (თავისუფლების მოედანი)

 

11.00 საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შიხიაშვილი განცხადებას გააკეთებს. თემა: საკრებულოს თავმჯდომარის პოზიცია საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დანიშვნასთან დაკავშირებით.


11:30  საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის” წარმომადგენელი ლევან გოგიჩაიშვილი პრესკონფერენციას გამართავს თემა: წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების მონაწილეობით გავრცელებულ სკანდალურ ვიდეომასალა

 

12:00 სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე გამართავს ბრიფინგს.
თემა: პრობაციის ეროვნული სააგენტოს ახლი სტრუქტურული ერთეულის – სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს დასაკომპლექტებლად ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება.
მისამართი: თბილისი, ყაზბეგის 42, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო.

 

12.00 საინფრომაციო სააგენტო „პირველის“ პრეს-კლუბში – ანდრო ბარნოვი სოჭის ოლიმპიადის საქართველოს პროტესტის შესახებ განცხადებას გააკეთებს.

 

12:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში ექსპერტი ვახტანგ მაისაია წინა ხელისუფლების  მაღალჩინოსნების მონაწილეობით გავრცელებულ სკანდალურ ვიდეომასალასთან დაკავშირებით  პრესკონფერენციას გამართავს


12:00 ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ლევან დავითაშვილი ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლბთან სამუშაო შეხვედრას გამართავს. შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი.თემა: ღვინის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის სამოქმედო გეგმა. შეხვედრის ადგილი: საგამოფენო ცენტრი ,,ექსპო ჯორჯია“ მე-3 პავილიონი საკონტაქტო პირი: მაია ცქიტიშვილი 595 69 41 14

 

12:30  პრაიმტაიმის პრესკლუბში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე პრესკონფერენციას გამართავს

 

13:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე კახა  კოჟორიძე პრესკონფერენციას გამართავსთემა: წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების მონაწილეობით გავრცელებულ სკანდალურ ვიდეომასალა

 

13:00 თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაიმართება სასამართლო პროცესი შპს „რუსთავის ფოლადსა“ და ჯოზეფ კეის შორის რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ერთ-ერთი აქტივის (წიდასაყარი) საკუთრების თაობაზე.

 

13:00 პეკინის გამზ.№39-ში საქართველოს ფოსტის  განახლებული სერვისცენტრის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრება.

 

13:30 პრაიმტაიმის პრესკლუბში ექსპერტი მამუკა არეშიძე წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების მონაწილეობით გავრცელებულ სკანდალურ ვიდეომასალასთან დაკავშირებით  პრესკონფერენციას გამართავს

 

14:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე  მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს


14:30 პრაიმტაიმის პრესკლუბში უფლებადამცველთა ასოციაციის წარმომადგენლები  საკანდალურ ვიდეომასალასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ

 

15:00  პრაიმტაიმის პრესკლუბში პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი  ლაღიძე საკანდალურ ვიდეომასალასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს


15:00 სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე არჩილ ბუკია და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი შალვა კერესელიძე იმერეთის მხარის გუბერნატორს, მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდებიან. თემა: მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის პრეზენტაცია. შეხვედრის ადგილი: ქ. ქუთაისი, სამხარეო ადმინისტრაციის შენობა. საკონტაქტო პირი: სოფო მდინარაძე 577 58 50 58


15:00 საავტომობილო გზების დეპარტამენტი საზოგადოებას 2013 წლის ანგარიშს წარუდგენს.  პრეზენტაცია სასტუმრო „Holiday inn“-ის საკონფერენციო დარბაზში შედგება.

 

18:00  გობელენის მუზეუმში, (შარდენის ქ. N19 ) ხათუნა რაზმაძე – მებადურის, პერსონალური გამოფენა გაიმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება, გობელენი, გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები.  


მასალების გადაბეჭდვის წესი