მიგრანტი, რომელმაც პარიზში ბავშვი გადაარჩინა, მეხანძრე გახდა

22 წლის ბიჭს, მამადუ გასამას, რომელმაც მეოთხე სართულის აივნიდან ბავშვი გადაარჩინა, პარიზის სახანძრო ბრიგადაში სამსახური შესთავაზეს. 28 ივნისიდან ის სახანძრო ბრიგადის ოფიციალური წევრია. ამის შესახებ CNN წერს.

როგორც პარიზის სახანძრო სამსახური თვითერზე წერს, გასამა და კიდევ 23 ახალი რეკრუტი ამიერიდან ქალაქის უსაფრთხოებაზე იზრუნებენ.

სოციალურ ქსელებსა და მედიაში თვითმხილველების მიერ გადაღებული ვიდეოში ჩანს, როგორ მიცოცავს შიშველი ხელებით მამადუ გასამა სართულიდან სართულზე, რომ 4 წლის პატარას მისწვდეს. ვიდეო საღამოს რვა საათზეა გადაღებული პარიზის მეთვრამეტე უბნის ერთ-ერთ ქუჩაზე. CNN-ის ინფორმაციით, ბავშვის მამა მომხდარის დროს ონლაინ ვიდეო თამაშს “Pokemon Go!-ს” თამაშობდა.

ბავსვის გადარჩენის შემდეგ, მამადუ გასამა საფრენგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონსაც შეხვდა. ქვეყნის პრეზიდენტმა მას პირადად გადაუხადა მადლობა, სიმამაცისთვის მედალი გადასცა და მეხანძრედ დასაქმებას დაჰპირდა. გარდა ამისა, მამადუს საფრანგეთის მოქალაქეობა მიანიჭეს.

ემანუელ მაკრონი და მამადუ გასამა 28.05.18 ფოტო: EPA

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან