უკრაინის პრემიერმა და მთავრობის წევრებმა პოსტები დატოვეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა დააკმაყოფილა პრემიერ–მინისტრ ნიკოლაი აზაროვის განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული და რუსული მედია ავრცელებს.

 

ამასთანავე, გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინის კონსტიტუციით, პრემიერის პოსტიდან გადადგომა მთავრობის მთელი შემადგენლობის დაშლას ნიშნავს, პოსტები მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმაც დატოვეს, თუცა პრეზიდენტის განკარგულების მიხედვით ისინი მოვალეობის შესრულებას გააგრძელბენ მანამ, სანამ ახალი მთავრობა არ დამტკიცდება.

 

“იმისათვის, რომ შეიქმნას დამატებითი შესაძლებლობები საზოგადოებრივი–პოლიტიკური კომპრომისისათვის, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის, მე მივიღე პირადი გადაწყვეტილება, რომ მივმართო პრეზიდენტს, დააკმაყოფილოს ჩემი თხოვნა უკრაინის პრემიერ–მინისტრის თანამდებობის დატოვების თაობაზე”, – განაცხადა დღეს აზაროვმა.

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


დათო ქოქოშვილი