ახალი ამბები

კიევის პატრიარქი იანუკოვიჩის ჯილდოზე უარს ამბობს

22 იანვარი, 2014 • • 1415
კიევის პატრიარქი იანუკოვიჩის ჯილდოზე უარს ამბობს
პატრიარქის ოფიციალური განცხადება რამდენიმე საათის წინ [კიევის დროით 16:33] საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გავრცელდა. 
 
 
“პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდზე წერია, რომ პრეზიდენტის განკარგულებით “დამსახურებებისთვის” ორდენით მაჯილდოვებენ. ასევე, დღევანდელ შეკრებაზე წმინდა სინოდმა გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ ჩემს 85 წლისთავთან დაკავშირებით იოანე ღვისმეტყველის სახელობის ორდენით დამაჯილდოვოს. იმ პირობებში, რომელიც უკრაინაში განვითარდა, როდესაც ადამიანები დაიღუპნენ და კიევის ცენტრში სასტიკი წინააღმდეგობები გრძელდება, გთხოვთ არ მომანიჭოთ ორდენები,”- წერს ფილარეტი.

 

მისივე განცხადებით, ეკლესია უკრაინელი ხალხის ტკივილს იზიარებს და მშიდობისთვის ლოცულობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი