“აბა, მოვიდეს და დამსაჯოს!” – ნიკა მელიამ ივანიშვილს აგინა [ვიდეო]

ბიძინა ივანიშვილო, შენი დედა ***, შენი დედა ***, მართლა! აბა, მოვიდეს და დამსაჯოს! ბიძინა ივანიშვილო, შენი დედა ***! აი, ასე! – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს აგინა.

მელია ამბობს, რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცდილობს, კრიტიკულად განწყობილი ხალხი დააშინოს. მისი თქმით, მოსახლეობა ბიძინა ივანიშვილს და მმართველ პარტიას გულწრფელად აგინებს.

ნიკა მელიამ ეს განცხადებები პროკურატურასთან გააკეთა, სადაც მის თანაპარტიელ თეიმურაზ სულეიმანოვთან ერთად იმყოფებოდა. პროკურატურის განცხადებით, სულეიმანოვმა მარნეულელ კაცს სცემა, რომელმაც ბიძინა ივანიშვილსა და მარნეულის მერს შეაგინა ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე.

ბრალდებებს თავად ენმ-ის წევრი უარყოფს და ამბობს, რომ მან მხოლოდ უსაყვედურა აღნიშნულ პირს ნაციონალური მოძრაობის სახელით დაფიქსირებული პოზიციის გამო. აღნიშნული პირის მიმართ ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით უკვე დაკავებულია მარნეულის მერი, თემურ აბეზოვი და მასთან ერთად კიდევ რამდენიმე პირი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.