ახალი ამბები

მიტროპოლიტი დიმიტრი: ადამიანი ორი ცოდვის თანაზიარია – ჩუკენობა და აბორტი

8 იანვარი, 2014 • 7184
მიტროპოლიტი დიმიტრი: ადამიანი ორი ცოდვის თანაზიარია – ჩუკენობა და აბორტი

 

“ხელოვნურ განაყოფიერებას ეკლესია ეწინააღმდეგება იმიტომ, რომ ადამიანი უმცირესად ორი ცოდვის თანაზიარია: პირველი ჩუკენობა (ონანიზმი), რომლის შესახებაც საღმრთო წერილი ბრძანებს, რომ მეჩუკნენი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენო, მეორე და უმთავრესი, შვილის მკვლელობა (აბორტი).

 

ხელოვნური ჩარევის დროს ნაყოფიერდება არა ერთი ან ორი ან სამი ბავშვი, არამედ ორმოცდაათი, სამოცი, ან სულაც ასი (ამას მეცნიერებიც ვერ უარყოფენ). ამდენი ბავშვის გაჩენა რომ შეუძლებელია, ამიტომ ხდება ემბრიონების განადგურება (საღმრთო წერილის თანახმად ის უკვე სულია) და რა ხდება, ეკლესია ერთი ბავშვის მოწყვეტასაც კი გმობს და აქ ერთდროულად ხდება ოცი, სამოცდააათი, ოთხომოცი და ასე შემდეგ, სულის მოწყვეტას, ანუ აბორტი, ეს ცოდვა კი ძალზე მძიმეა, ეკლესიის მამები გვასწავლიან: ჰეროდეს ცოდვაზე უმძიმესია, რამეთუ ჰეროდეს თავისი შვილები არ მოუწყლავს (დაუხოცია) და ამაზე ეკლესიამ ხმა არ უნდა ამოიღოს?” – წერს მიტროპოლიტი დიმიტრი. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი