ლევან ხაბეიშვილი: არცერთ ეტაპზე არავის დავუკავებივარ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში რამდენიმე წუთის წინ სპეციალური ბრიფინგი გაიმართა სადაც განაცხადეს, რომ რუსთაველის გმაზირზე დაკავებული 9 პირიდან ერთ-ერთი თბილისის საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილია ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან. თუმცა, ხაბეიშვილი ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში ინფორმაციას მისი დაკავების შესახებ უარყოფს:

“ასე მუშობს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომ ათობით კამერის თვალწინ დააკავეს ნიკა მელია და თქვეს, რომ არ დაუკავებიათ. ამბობენ, დავაკავეთ ლევან ხაბეიშვილიო და აგერ ვარ, არცერთ ეტაპზე დღეს სამართალდამცავებს მე არ დავუკავებივარ. რამდენიმე წუთის წინაც პირდაპირ ეთერში ვიყავი და კომენტარს ვაკეთებდი” – ამბობს ენმ-ის წევრი ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

შსს: ნიკა მელია დაკავებული არ არის

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.