6 ქვეყანაში საქართველო ელჩებს როტაციის წესით ცვლის

საქართველოს მთავრობა საფრანგეთში, იტალიაში, ბულგარეთში, ლატვიაში, აზერბაიჯანსა და ჩინეთში საქართველოს ელჩებს როტაციის წესით ცვლის.

შესაბამისი წინადადებით საქართველოს მთავრობამ საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს უკვე მიმართა. საქართველო შემდეგ ელჩებს ცვლის:

  • 2018 წლის 1 აგვისტოდან საფრანგეთში, მონაკოსა და იუნესკოში საქართველოს ელჩი ეკა სირაძე–დელონე აღარ იქნება. იგი ამ თანამდებობაზე 2013 წლის მაისიდან მუშაობდა.
  • 2018 წლის 1 ივლისიდან ზაზა ბერიძე აღარ იქნება საქართველოს ელჩი ბულგარეთში. იგი ამ პოსტზე 2014 წლიდან მუშაობდა.
  • თეიმურაზ შარაძენიძე აღარ იქნება ელჩი აზერბაიჯანში 1 ივლისიდან
  • დავით აფციაური საქართველოს ელჩი ჩინეთში, მონღოლეთსა და ვიეტნამში აღარ არის 1 ივნისიდან. იგი ამ თანამდებობას 2014 წლიდან იკავებდა.
  • თეიმურაზ ჯანჯალია 1 ივლისიდან არ იქნება ელჩი ლატვიაში. იგი ამ თანამდებობას 2013 წლის მარტიდან იკავებდა.
  • კარლო სიხარულიძე 1 აგვისტოდან აღარ იქნება იტალიაში საქართველოს ელჩი და რომში განთავსებულ სხვადასხვა ორგანიზაციაში საქართველოს წარმომადგენელი. სიხარულიძე ამ თანამდებობაზე 2013 წლის მარტიდან მუშაობდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ ელჩებს უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com