სუსი ცხინვალის რეგიონთან მოსალოდნელი დაკავების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აფრთხილებს კონფლიქტისპირა რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით საოკუპაციო ძალების მხრიდან დაკავების მოსალოდნელ საფრთხეზე.

“30 მაისის ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დღესასწაულის დროს, კირბალისა და მეჯვრისხევის მოსახლეობის მიერ ე.წ. საზღვრის დარღვევის შემთხვევაში, მოხდება მათი დაკავება. აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია”, – ნათქვამია სუს–ის განცხადებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.