ახალი ამბები

პროკურატურა – ბადაგონის საქმეზე გამოძიება შეწყდა

20 მაისი, 2018 • 1694
პროკურატურა  – ბადაგონის საქმეზე გამოძიება შეწყდა

“ბადაგონის” საქმეზე დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო გამოძიება შეწყდა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 2018 წლის 18 იანვარს, შპს „ბადაგონის“ ყოფილი პარტნიორების განცხადების საფუძველზე,  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება შპს „ბადაგონის“ წილის შესაძლო მითვისების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. “ჩატარებული გამოძიებით მხარეთა ქმედებაში არ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები და სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება,”-აცხადებენ უწყებაში.

7 თებერვალს კომპანია “ბადაგონში” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება “გრაკორო თრეიდინგ ლიმითედის” განცხადების საფუძველზე დაიწყო. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის (მითვისება ან გაფლანგვა) მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით მიმდინარეობდა.

ბადაგონის საქმე – ამჟამინდელ მფლობელს წილის მითვისებაში ადანაშაულებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი