უბნის ინსპექტორს უბნის ოფიცერი შეცვლის

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, უბნის ინსპექტორს ეწოდება უბნის ოფიცერი და მისი ფუნქციები განახლდება:

“თანამდებობრივი პოზიციები, როგორიცაა უბნის ინსპექტორი, ოპერ-თანამშრომელი ან გამომძიებელი, გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ სახელფასო გრადაციისთვის. შინაარსობრივი სპეციალიზაცია ამ დასახელებებს შორის არაა. დღეს ხდება კრიმინალურ პოლიციაში სპეციალიზაციების გამიჯვნა. რაც ყველაზე მთავარია და რისი ყველაზე დიდი იმედიც  მაქვს, ე.წ. უბნის ინსპექტორი, რომელსაც უახლოეს პერიოდში უკვე ახალი სახელით და ახალი ფუნქციებით, ეს გახლავთ უბნის ოფიცერი”,- განაცხადა გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას.

მინისტრის თქმითვე, თბილისში ასეთი 365 ადამიანის საჭიროებაა. 80 მათგანი უკვე დატრენინგებულია, ხოლო 10 ივნისიდან გამოცხადდება ღია კონკურსი საჭირო ადამიანების მისაღებად.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com