გია კორკოტაშვილი პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს

ცოტა ხნის წინ გია კორკოტაშვილი და მისი რამდენიმე თანამოაზრე სამართალდამცველებმა განყოფილებაში წაიყვანეს. შსს-ში განგვიცხადეს, რომ ისინი გამოსაკითხად იმყოფებიან განყოფილებაში, თუმცა გია კორკოტაშვილის ახლობლის, ნინული ქავთარაძის თქმით, ეს იყო დაკავება. “ნეტგაზეთს” შსს-ში უთხრეს, რომ პოლიციაში გურამ ფალავანდიშვილის გამოკითხვაც მიმდინარეობს.

პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან „ქართული მისიის“ წევრები, რომლებიც შსს-ს მოუწოდებენ გია კორკოტაშვილისა და მასთან ერთად სხვა დაკავებულების გათავისუფლებისკენ.

ე.წ. ქართულ მარშში დილით გვითხრეს, რომ კორკოტაშვილი აღარ არის მათი მოძრაობის წევრი. “მარშელები” დღეს მხოლოდ ეკლესიის მიმართულებით მსვლელობას გეგმავდნენ, თუმცა გია კორკოტაშვილი “ქართულ მისიასთან” ერთად ჰომოფობიური აქციის გამართვით იმუქრებოდა.

დღესვე ფაშისტური მოძრაობის, “საქართველოს ეროვნული ერთობის” “შავპერანგიანთა ასმეთაური თორნიკე ვაშაკიძე და “იდეოლოგიური მიმართულების მეთაური” ირაკლი ღუტიძე დააკავეს.

ფაშისტური მოძრაობის “მთავარი იდეოლოგი” და “ასმეთაური” დააკავეს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.