ახალი ამბები

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მართვის სამმართველოს უფროსი დააკავეს

27 ნოემბერი, 2013 • • 1113
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მართვის სამმართველოს უფროსი დააკავეს

სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ირაკლი კორძაიას თქმით, უსაფრთხოების მართვის სამმართველოს უფროსი სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით არის დაკავებული. აღნიშნული მუხლი სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. კონკრეტულად რა საქმესთან დაკავშირებით არის ის დაკავებული, დეტალებს სამინისტროში ამ ეტაპზე არ განმარტავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი