ახალი ამბები

ანგელა მერკელი რუსეთს პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე ზეწოლის შეწყვეტისაკენ მოუწოდებს

19 ნოემბერი, 2013 • • 1107
ანგელა მერკელი რუსეთს პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე ზეწოლის შეწყვეტისაკენ მოუწოდებს

მან რუსეთის მხრიდან იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა, რომლებიც ვილნიუსის სამიტზე ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას და ხელმოწერას ელოდებიან და კრემლისგან მოითხოვა, რომ ამ ქვეყნებს, განსაკუთრებით კი უკრაინას, მისცეს საშუალება, თვითონ აირჩიონ სასურველი ალიანსები.

 

ანგელა მერკელი
ანგელა მერკელი

მერკელის განცხადებით, შემოთავაზებული ხელშეკრულებები ზემოხსენებულ პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან “რუსეთის წინაარმდეგ არ არის მიმართული” და პირიქით, ამ პროცესს შეუძლია რუსეთს დაეხმაროს ევროპასთან ინტეგრაციაში. მისივე განმარტებით, მოლდოვა, ევროპის ყველაზე ღარიბი ქვეყანა და საქართველო, სადაც ცოტა ხნის წინ ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას ჰქონდა ადგილი , ვილნიუსის სამიტზე ხელს მოაწერენ ხელშეკრულებას. მან ასევე შეაქო მოლდოვა იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა არაფრად ჩააგდო რუსეთის მხრიდან ღვინის ექსპორტზე დაკისრებული ემბარგო და უარი არ თქვა ევროინტეგრაციაზე.

 

ვილნიუსის სამიტზე საქართველო და მოლდოვა ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას ელოდებიან, ხოლო უკრაინა – ხელმოწერას, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ კიევმა სომხეთის მსგავსად შესაძლოა ევროინტეგრაციაზე უარი თქვას და საბაჟო კავშირში გაწევრიანება გადაწყვიტოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი