NDI: ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა 8%-ით შემცირდა

NDI-ის კვლევის მიხედვით, რომელიც დღეს, 30 აპრილს გამოქვეყნდა, საქართველოში მოსახლეობის 65%  ემხრობა ევროკავშირში , ხოლო 21% – ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას.

კვლევის დროს კითხვა ასე იყო დასმული:

 

 

 

 

ეს გამოკითხვა 28 მარტიდან 4 აპრილის მდგომარეობით მოსახლეობის განწყობას ასახავს, თუმცა, 2017 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ შედეგებთან შედარებით 8 %-თ არის შემცირებული ევრაზიულ კავშიში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა.

NDI-ის კვლევის შედეგები, რომელიც 2017 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა.

 

 

2018 წლის მარტის კვლევის შედეგებით,  ასევე გაზრდილია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც მხარს უჭერენ ხელისუფლების გაცხადებულ პოზიციას, გახდეს ევროკავშირის წევრი. კვლევის მიხედვით, ასეთი ადამიანების რიცხვი 75%-ია,  როცა დეკემბერში ეს ციფრი 72% იყო.

მონაცემები რეგიონების მიხედვით კი ასეთია: თბილისის მოსახლეობის 81%-ისთვის მისაღებია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე ხელისუფლების გაცხადებული პოზიცია, ეს ციფრი პატარა ქალაქებსა და სოფლების მოსახლეობაში 76 %-ია, ხოლო უმცირესობათა დასახლებების მხოლოდ 50% -ისთვისაა მისაღები ევროკავშირში გაწევრეიანების იდეა.

 

 

 

 

 

იმ 75%-დან, რომლებისთვისაც მისაღებია მთავრობის მიზანი, გახდეს ევროკავშირის წევრი, 72% აცხადებს, რომ “სრულად მისაღებია”, ხოლო იმ 15%-დან, რომლებისთვისაც მიუღებელია მთავრობის ეს მიზანი, 57% ამბობს, რომ სრულად არ არის მისაღები.

NDI-ს დაკვეთით, CRRC-საქართველოს მიერ მომზადებული კვლევა საქართველოში საზოგადოების განწყობებს ასახავს. გამოკითხვა 2018 წლის 28 მარტიდან 4 აპრილის მონაკვეთში ჩატარდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) წარმომადგენლობითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა 2 194 პირი. ცდომის საშუალო ზღვარი არის +/- 2.2%.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი