ახალი ამბები

ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკის მონაწილეების შერჩევა დაიწყო

27 აპრილი, 2018 • 6486
ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკის მონაწილეების შერჩევა დაიწყო

ევროკავშირი აცხადებს კონკურს “ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2018”-ის მონაწილეების შესარჩევად. პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდებს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმის ქვეყნებიდან (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა).

“ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2018” საქართველოში ჩატარდება და 9-დან  29 აგვისტომდე გაგრძელდება. ბანაკში მოსახვედრად მონაწილის ასაკი 14-დან 18 წლამდე უნდა იყოს.

ბანაკს ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს სსიპ “ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტი”. პროექტის ორგანიზატორების ინფორმაციით, შერჩეული 100 ახალგაზრდისთვის სხვადასხვა შემეცნებითი და ინტერაქტიული აქტივობა გაიმართება. ღონისძიების მიზანია, ხაზი გაესვას ევროპულ ღირებულებებს, ხელი შეეწყოს თანამშრომლობასა და ახალგაზრდებში გაღრმავდეს სხვადასხვა კულტურებს შორის მიმღებლობა და ტოლერანტობა.

პროექტში მონაწილეობისთვის განაცხადებები 2018 წლის 18 მაისამდე მიიღება. აპლიკაციის შევსება ამ ბმულზე არის შესაძლებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი