„საქრუსენერგოს“ ხელმძღვანელობამ 500 კვ ეგხ „იმერეთზე“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

2018  წლის 28 მარტს 500 კვ  ეგხ „იმერეთზე“ მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგის მიზნით სს გეს „საქრუსენერგოს“ გენერალური დირექტორი ბაჩანა სულაძე,  ორგანიზაციის სხვა ხელმძღვანელი პირებთან ერთად  ზესტაფონისა და წალენჯიხის სს უბნებზე,  ზესტაფონის, თერჯოლის, წყალტუბოს, ხონის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდნენ.

23 მარტიდან 05 აპრილის ჩათვლით 500 კვ ეგხ „იმერეთი“ შეკეთებაში იმყოფება

2018 წლის 23 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით 500 კვ ეგხ „იმერეთი“ შეკეთებაში იმყოფება

შეგახსენებთ რომ, 2018 წლის 23 მარტიდან 05 აპრილის ჩათვლით 500 კვ ეგხ „იმერეთი“ შეკეთებაში იმყოფება და მიმდინარეობს სამუშაოები, რომელიც მოიცავს იზოლატორების, გაცვეთილი სახაზო არმატურისა და განმბრჯენების  შეცვლის, ასევე მარყუჟების რეკონსტრუქციის სამუშაოებს, ეგხ-ს მაღლივ დათვალიერებას. შეკეთებაში ყოფნის პერიოდში ეგხ „იმერეთზე“ იზოლატორების შეცვლის სამუშაოებს „საქრუსენერგოს“ პერსონალთან ერთად კონტრაქტორი კომპანია ასრულებს.

აღნიშნული სამუშაოების შესრულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეგხ „იმერეთის“ ავარიული გამორთვების პრევენციის მიზნით. სხვა სარემონტო სამუშაოებთან ერთად 500 კვ ეგხ „იმერეთის“ შეკეთებაში ყოფნის პერიოდში ჯამში შეიცვლება 5 500 ცალამდე იზოლატორი, რაც მოახლოებული წყალდიდობის სეზონისათვის მნიშვნელოვნად აამაღლებს გადამცემი ხაზის უსაფრთხოებას და საიმედოობას.

ჯამში შეიცვლება 5 500 ცალამდე იზოლატორი

ჯამში შეიცვლება 5 500 ცალამდე იზოლატორი

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი