ახალი ამბები

მთაწმინდის პარკში “გიგანტური ბორბალი” მუშაობას მაისში დაიწყებს

2 აპრილი, 2018 • 1494
მთაწმინდის პარკში “გიგანტური ბორბალი” მუშაობას მაისში დაიწყებს

მთაწმინდის პარკში  ატრაქციონი “გიგანტური ბორბალი” მუშაობას მაისში გააგრძელებს, ამის შესახებ “ნეტგაზეთს” მთაწმინდის პარკის პრესცენტრმა უთხრა.

ატრაქციონის გეგმური სამუშაოები 2017 წლის 1 ნოემბრიდან მიმდინარეობს. 21 დეკემბერს კი, ძველი ბორბლის დემონტაჟისას, ერთი პირი გარდაიცვალა,  ერთი კი- დაშავდა.

ატრაქციონზე ადგილობრივ სამუშაოებს KANO LLC აწარმოებს, ხოლო “გიგანტური ბორბალის” მწარმოებელია ჩინური კომპანია Shenyang Songling Amusement Equipment Manufactory.

მასალების გადაბეჭდვის წესი