ახალი ამბები

ანონსი: 30 მარტი

29 მარტი, 2018 • 1832
ანონსი: 30 მარტი
10:30 ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ორგანიზებით, საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, ტარდება სამუშაო შეხვედრა „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება და საქმეთა გადასინჯვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების / განჩინების საფუძველზე”.
მისამართი: საქართველოს უზენაესი სასამართლო, ძმები ზუბალაშვილების ქ. 32, თბილისი, საქართველო

11:00 საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი და პარტნიორი კომპანიები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) წევრებს შეხვდებიან.


11:00 “კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ გამართავს პრესკოფერენცია, სადაც მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების წესში მომზადებულ ცვლილებებს გაასაჯაროვებს. კამპანია „მინდა ვენდო სასამართლოს“ ფარგლებში კოალიცია მის მიერ მომზადებულ  საკანონმდებლო წინადადებებს პარლამენტს წარუდგენს

მისამართი: დავით აღმაშენებლის #61) „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ თბილისის ოფისში

11:00 ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ოფისში (ჭოველიძის 10) კოალიცია თანასწორობისთვის წარმოადგენს ანგარიშს, რომელიც 2016-2017 წლებში კოალიციის წევრი ორგანიზაციების მიერ საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოებში და სახალხო დამცველის აპარატში წარმოებულ დისკრიმინაციის საქმეებს ასახავს.

11:00 ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი კიკნაველიძე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (მოდულის შენობა) გზების დეპარტამენტში გამოვლენილ კორუფციულ სქემებზე მასალებს ჩააბარებს

11:30 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში დევნილებისთვის „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართება.

მისამართი: თამარაშვილის ქ. N15ა

13:00 იუ​რიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი 


13:00 ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების” თავმჯდომარის, სიმონ ნოზაძის შეხვედრა პარლამენტის სტაჟიორებთან

თბილისი, პარლამენტის კინოდარბაზი


14:00 თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი წევრის რიმა ბერაძის ინიციატივით ჩუღურეთელი მოსახლეობისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართება. დასაქმების ფორუმს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს დეპუტატები, ჯანდაცვის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.
მის: დავით აღმაშენებლის გამზირი #136.


15:00 რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი,  V სართული)


16:00 კახა კუჭავას შეხვედრა ბათუმის ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების/მედიის/ადგილობრივი მუნიციპალიტეტის/კერძო სექტორის წარმომადგენლებთან საქართველოს 2018-2019 წლების ღია პარლამენტისსამოქმედო გეგმისთვის ახალი ვალდებულებების შემუშავებასთან დაკავშირებით

ბათუმი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი (ფარნავაზ მეფის ქ N62/64)


16:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი