ახალი ამბები

ავიაკატასტროფა ნეპალში – არიან დაღუპულები

12 მარტი, 2018 • 1893
ავიაკატასტროფა ნეპალში – არიან დაღუპულები

ნეპალში, კატმანდუს საერთაშორისო აეროპორტში, სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა . ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო AP ავრცელებს.

თვითმხილველების თქმით, US-Banglad Air-ის თვითმფრინავმა აეროპორტში დაშვებისას, ერთი შეხედვით, წონასწორობა დაკარგა, კუდით მიწას შეეხო და დასაფრენი ბილიკიდან რამდენიმე მეტრში აალდა. მეხანძრეებს 15 წუთი დასჭირდათ ხანძრის ჩასაქრობად.

პირველადი მონაცემებით, გადარჩენილია, სულ მცირე, ათი ადამიანი, უმრავლესობა კი დაღუპულად მიიჩნევა. ოფიციალური ინოფრმაციით, ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა. თვოთმფრინავი ბანგლადეშის დედაქალაქ დაკადან კატმანდუს მიმართულებით მიფრინავდა.

კატმანდუს საერთაშორისო აეროპორტი ამ დროისათვის დაკეტილია.

აზიური რეგიონული ავიაკომპანიების ნაწილი უსაფრთხოების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. ეს განსაკუთრებით ეხება ნეპალში მოქმედ მცირე ზომის ავიაკომპანიებს. მცირე ზომის თვითმფრინავების რამდენიმე ავიაკატასტროფას ბოლო წლებში ნეპალში არაერთი ადამიანი ემსხვერპლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი