ახალი ამბები

საფეხბურთო კლუბ ფიორენტინის კაპიტნის შესაძლო მკვლელობაზე გამოძიება დაიწყო

6 მარტი, 2018 • 1471
საფეხბურთო კლუბ ფიორენტინის კაპიტნის შესაძლო მკვლელობაზე გამოძიება დაიწყო

იტალიის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაიწყო საფეხბურთო კლუბ “ფიორენტინის” კაპიტნის, დავიდე ასტორის შესაძლო მკვლელობაზე. ფეხბურთელის გვამი კვირას, 4 მარტს, ქალაქ უდინეში, სასტუმროს ნომერში იპოვეს.

როგორც ქალაქის პროკურორმა ანტონიო დე ნიკოლომ ადგილობრივ მედიას განუცხადა, სიკვდილის მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის და ელოდებიან აუტოფსიის ჩატარებას, რომელიც 6 მარტს არის დაგეგმილი. მისივე თქმით, შესაძლო მკვლელობაზე გამოძიების დაწყება მსგავს შემთხვევაში სტანდარტული პროცედურაა, რათა სამართალდამცავებმა გვამის ექსპერტიზა შეძლონ.

ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ცნობით, ყველა გარემოება მიუთითებს, რომ ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა, გულის შეტევა ყოფილიყო. მისმა კლუბმა ტვიტერზე დაწერა, რომ ფეხბურთელის გარდაცვალება “მოულოდნელმა ავადმყოფობამ” გამოიწვია. უეფას განცხადებით, მიმდინარე კვირას ევროპისა და ჩემპიონთა ლიგის თამაშები დავიდე ასტორის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი