“მშვიდობა ომზე მეტია” – ფოტორეპორტაჟი აქციიდან

დღეს, 4 მარტს თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაიმართა აქცია “მშვიდობა ომზე მეტია”, სადაც აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს

აქცია “მშვიდობა ომზე მეტია” თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 04.03.2018

აქციის ორგანიზატორები ხაზს უსვამენ, რომ აქცია მთლიანად საზოგადოებრივი ინიციატივაა და კავშირი არ აქვს რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციასთან.

“დღევანდელი აქცია საქართველოს უბრალო მოქალაქეებმა დავგეგმეთ. არჩილ ტატუნაშვილის ხხოვნას მივუძღვენით. ვთვლით, რომ მთელი ეს პერიპეტიები, გატაცება, მკვლელობა და ცხედართან დაკავშირებული პრობლემები საქართველოს და მისი მოსახლეობის შეურაცხყოფა იყო,”- გვეუბნება აქციის მონაწილე ცოტნე ხეცურიანი.

“მშვიდობა ომზე მეტია – რაც ნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო მდგომარეობა რეალურად არის ომის მდგომარეობა და ის რბილ ძალასა და პროპაგანდისტულ მანქანას იყენებს საქართველოს წინააღმდეგ, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში გაცილებით უფრო მეტი ზიანის მომტანია, ვიდრე ღია ომი,” განმარტავს იგი აქციის ლოზუნგს.

აქცია “მშვიდობა ომზე მეტია” თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 04.03.2018

“პირველ რიგშ იმიტომ, რომ გავიზიაროთ ის ტკივილი, რომელიც გამოწვეული არის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებით. კიდევ ერთი გმირი ემსხვერპლა საოკუპაციო რეჟიმს, ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და ვიმედოვნებთ, რომ ამ სოლიდარობის აქტით შევძლებთ, რაღაცნაირად დავეხმაროთ მისი ცხედრისა და იმ ორი მოქალაქის სამშობლოში დაბრუნების პროცესს, რომლებიც დაკავებულები იმყოფებიან,”- ამბობს აქციის მონაწილე ბექა წიქარიშვილი.

აქცია “მშვიდობა ომზე მეტია” თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 04.03.2018

“ძალიან გულსატკენია, რომ საქართველოში დღეს ასეთი მდგომარეობაა. ნამდვილად აუტანელი მდგომარეობაა, ყველასთვის გულსატკენია. საცოდავი დედამისი, როგორი მძიმე გადასატანია, ყველანი დედები ვართ, ამიტომ ვუსამძიმრებ დედამისს ასეთ მწარე მდგომარეობაში ყოფნას. ერთი სურვილი მაქვს – საკუთარი შვილი დედამ მალე დაიტიროს,”- გვეუნება აქციის ერთ-ერთ მონაწილე, რომელიც, ჩვენთან საუბროსას ცრემლს ვერ იკავებდა.

აქცია “მშვიდობა ომზე მეტია” თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 04.03.2018

აქცია “მშვიდობა ომზე მეტია” თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 04.03.2018

ყვავილები და სანთლები ტეტუნაშვილის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად მოქალაქეებმა მოიტანეს.

აქცია “მშვიდობა ომზე მეტია” თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 04.03.2018

აქცია “მშვიდობა ომზე მეტია” თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 04.03.2018

აქციის მონაწილეებმა სოლიდარობის გამოსახატად და ტატუნაშილის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად მობილურები და სანთლები აანთეს.

აქცია “მშვიდობა ომზე მეტია” თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 04.03.2018

აქცია “მშვიდობა ომზე მეტია” თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 04.03.2018

აქცია “მშვიდობა ომზე მეტია” თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 04.03.2018

აქცია “მშვიდობა ომზე მეტია” თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 04.03.2018

“War is not over” – “ომი არ დასრულებულა” – წერია აქციის მონაწილეების პლაკატებზე.

აქცია “მშვიდობა ომზე მეტია” თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 04.03.2018

აქცია “მშვიდობა ომზე მეტია” თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 04.03.2018

საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. ოსური მხარის ცნობით, არჩილ ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რის გამოც მის წინააღმდეგ გამოიყენეს ძალა, 23 თებერვალს კი ის ცხინვალის საავადმყოფოში “გულის უკმარისობით” გარდაიცვალა. ტატუნაშვილის ცხედარი ცხინვალიდან ამ დრომდე არ არის გადმოსვენებული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი