ახალი ამბები

წულუკიანი: პოლიციამ 17 მაისს თავიდან აგვარიდა დასახიჩრებული ადამიანები ქუჩაში

23 სექტემბერი, 2013 • 1011
წულუკიანი: პოლიციამ 17 მაისს თავიდან აგვარიდა დასახიჩრებული ადამიანები ქუჩაში

“17 მაისს ძალიან ცუდი რამ იხილა საზოგადოებამ ქუჩაში. 17 მაისს არაერთმა სასულიერო პირმა თავისებურად ძალისხმევა გაწია იმისათვის, რომ იქ უარესი არ მომხდარიყო, მაგრამ არაერთმა სასულიერო პირმა თავი ვერ შეიკავა და ეს არის, რა თქმა უნდა, მიუღებელი. თუმცა ის საერო პირები, ვინც ქუჩაში გამოვიდნენ და ძალადობის მომხრე იყვნენ, ვისი წარმომადგენლებიც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი, რა თქმა უნდა, ყველა არის თანასწორი კანონის წინაშე. პოლიციამ რეალურად 17 მაისს თავიდან აგვარიდა ჩვენ დასახიჩრებული ადამიანები ქუჩაში და ეს არ შეიძლება ვინმემ არ დაინახოს. ახლა დარჩა და მე ამაში ვეთანხმები ბატონ ჰამერბერგს, რეაგირების ნაწილი. ის ადამიანები, ვინც იყო ან ძალადობის მომხრე ან ძალადობის წყარო, წამქეზებელი, რა თქმა უნდა, მათ პასუხი უნდა აგონ რაც შეიძლება მალე კანონის წინაშე”, – განაცხადა წულუკიანმა დღეს, 23 სექტემბერს, უწყებათაშორისი კომისიის დასრულების შემდეგ.


„საქათველო გარდამავალ ეტაპზე“– ასე ჰქვია ევროკავშრის სპეციალური მრჩევლის, თომას ჰამარბერგის მოხსენებას. ჰამერბერგი წერს, რომ 2013 წლის 17 მაისს მშვიდობიანი შეკრება ძალადობრივად დაარბიეს და დარბევაში სასულიერო პირები აქტიურ როლს ასრულებდნენ. ასევე, ჰამერბერგი აცხადებს, რომ საქართველოს ეკლესიამ ნათლად უნდა განაცხადოს, რომ წინააღმდეგია ლგბტ ადამიანების მიმართ ყოველგვარი ძალადობის.

მასალების გადაბეჭდვის წესი