ახალი ამბები

პირველი ქართველი ქალი მებრძოლი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი გახდა [ვიდეო]

23 თებერვალი, 2018 • 44963
პირველი ქართველი ქალი მებრძოლი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი გახდა [ვიდეო]

22 თებერვალს 22 წლის ქართველმა მებრძოლმა ქალმა, ლიანა ჯოჯუამ შერეული საბრძოლო ხელოვნებების – ММА-ს  მსოფლიო ჩემპიონის ქამარი მოიპოვა.

FIGHT NIGHTS GLOBAL-ის ეგიდით გამართულ ბრძოლაში, რომელიც მოსკოვში ჩატარდა, ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა 29 წლის რუსი მებრძოლი მარინა მოხნატკინა დაამარცხა.

გადამწყვეტ ბრძოლამდე, ლიანა ჯოჯუას ММА-ს რინგზე შვიდი ბრძოლიდან ხუთი ჰქონდა მოგებული, ხოლო მარინა მოხნატკინამ ოთხივე შეხვედრა პირველსავე რაუნდში მოეგო. ხუთი რაუნდის შემდეგ მსაჯებმა გამარჯვებულად ლიანა ჯოჯუა გამოაცხადეს.

22 წლის ლიანა ჯოჯუა გახდა პირველი ქალი მებრძოლი საქართველოდან, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ქამარი მოიპოვა. მას “მგლის” მეტსახელით იცნობენ.

[red_box]იხილეთ ვიდეო[/red_box]

მასალების გადაბეჭდვის წესი