BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ში ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) სათავო ოფისის გარეთ სროლა იყო. სროლის შედეგად ერთ ადამინი დაიჭრა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდაპირველად 3 დაჭრილის შესახებ ვრცელედებოდა ინფორმაცია, თუმცა პოლიცია მხოლოდ ერთი ადამიანის დაჭრის ფაქტს ადასტურებს. BBC-ის თანახმად, ეჭვმიტანილი დაკავებულია.
ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენლის განცხადებით, ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლირებადია.
CBS News-მა სატვირთოს ფოტოები გაავრცელა, რომელის საქარე მინა ტყვიის სროლის გამო გახვრეტილია.