გარდაბნის საკრებულოს წევრი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს

გარდაბნის საკრებულოს წევრი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურაში ადასტურებენ.

იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს წევრს ბრალს დაუმტკიცებენ, მას ჯარიმა ან შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით სამ წლამდე ემუქრება.

როგორც “ნეტგაზეთს” გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარემ ტარიელ ჯანხოთელმა განუცხადა, საკრებულოს წევრი დაკავებამდე დაკითხვაზე იმყოფებოდა, თუმცა ინფორმაციას სხვა დეტალების შესახებ თავმჯდომარე არ ფლობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან