ვენეციაში წყლის ზოგიერთი არხი დაშრა [ფოტო]

ვენეციაში რამდენიმე პატარა არხი დაშრა, ამის შესახებ ადგილობრივი მედია ,  ასევე, სოციალურ ქსელში თვითმხილველები წერენ.

ვენეციაში პატარა არხების დაშრობას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის ერთ-ერთია სუპერლურჯი და სუპერსისხლიანი მთვარე, რამაც გავლენა წყლის მიმოქცევაზე იქონია.  მაგალითად, მიმოქცევის არასტაბილურობის გამო ქალაქის ერთ ნაწილში, რომელიც “Aqua Alta”-ს სახელითაა ცნობილი, წყლის დონემ აიწია, ხოლო ვენეციის ჩრდილოეთით არსებული პატარა არხები დაშრა.

MeteoAnsa-ის ინფორმაციით, არხების დაშრობაზე გავლენა იქონია იანვრის თვეში წვიმების სიმცირემაც, რის გამოც, ბოლო კვირის მონაცემებით, ვენეციაში წყლის დონემ 60 სანტიმენტრით დაიწია.

გამოცემის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ვენეციაში არხების დაშრობა და წყლის დონის დაცემა ხშირი მოვლენა არაა, მსგავსი შემთხვევები ადრეც დაფიქსირებულა, მაგალითად, 2016 წელს წყლის დონემ 66 სანტიმენტრით დაიწია, ხოლო 2008 წელს ნიშნული გაუტოლდა წყლის დონიდან -90 სანტიმეტრს.

მიმოქცევის გამო ქალაქის ერთ-ერთი ნაწილში (ე.წ. Aqua Alta) წყლის დონემ იმატა, რის გამოც, ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში პატარა არხები დაშრა. 31 იანვარი, ვენეცია, იტალია. ფოტო : EPA-EFE/ANDREA MEROLA

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან