ახალი ამბებისაზოგადოება

სუპერლურჯი და სისხლიანი მთვარე – 152 წელში პირველად სამი მოვლენა ერთმანეთს დაემთხვა

31 იანვარი, 2018 • 5990
სუპერლურჯი და სისხლიანი მთვარე – 152 წელში პირველად სამი მოვლენა ერთმანეთს დაემთხვა

დღეს, 31 იანვარს, 1866 წლის შემდეგ პირველად იქნება შესაძლებელი სამ ასტრონომიულ მოვლენაზე ერთდროულად დაკვირვება. კარგი ხილვადობის პირობებში.152 წლის შემდეგ პირველად, სამი ფენომენი-  ლურჯი მთვარე (მეორე სავსე მთვარე კალენდარული თვის მანძილზე), სუპერმთვარე (როდესაც მთვარე დედამიწასთან ახლოსაა და ის უფრო დიდი და კაშკაშა ჩანს) და სისხლიანი მთვარე (მოვლენა მთვარის დაბნელების დროს, როდესაც დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრს წითელი შეფერილობა აქვს)- ერთმანეთს ემთხვევა.

ამ იშვიათ ასტრონომიულ მოვლენაზე დაკვირვება ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ ნაწილში მზის ამოსვლამდე იყო შესაძლებელი. დროის ამ მონაკვეთში ლურჯი შეფერილობის სუპერმთვარემ წითელი შეფერილობა შეიძინა. ახლო აღმოსავლეთში, აზიაში, რუსეთის აღმოსავლეთ ნაწილში, საქართველოში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში კი “სუპერლურჯი, სისხლიანი მთვარის” დანახვა მთვარის ამოსვლის შემდეგ, 31 იანვარს იქნება შესაძლებელი.

ამ მოვლენაზე დასაკვირვებლად საუკეთესო ადგილი ავსტრალიაა. ავსტრალიიდან მთვარის სრული დაბნელების დანახვა იქნება შესაძლებელი. საქართველოდან კი, კარგი მეტეოროლოგიური პირობების შემთხვევაში, მთვარის ნაწილობრივი დაბნლების ხილვა იქნება შესაძლებელი.

ნახეთ “ევროპის პრესფოტო სააგენტოს” მიერ გადაღებული ფოტოები, რომლებიც ამ იშვიათ მოვლენას ასახავს:

მთვარის დაბნელება, სუპერ ლურჯი და სისხლიანი მთვარე ფოტო: EPA

მთვარის დაბნელება, სუპერ ლურჯი და სისხლიანი მთვარე ფოტო: EPA

მთვარის დაბნელება, სუპერ ლურჯი და სისხლიანი მთვარე ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი