ახალი ამბები

ჩუგოშვილის თქმით, ბასიანის საქმე მართლმსაჯულებას სერიოზულ რეპუტაციულ ზიანს აყენებს

16 იანვარი, 2018 • 2098
ჩუგოშვილის თქმით, ბასიანის საქმე მართლმსაჯულებას სერიოზულ რეპუტაციულ ზიანს აყენებს

“ეს ის საქმეა, რომელიც მარლთმსაჯულებას სერიოზულ რეპუტაციულ ზიანს აყენებს”, – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა კლუბ ბასიანის თანამშრომლებისა და პოლიციელის დაჭრის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა.

“როდესაც პირი, (ვინც არ უნდ აიყოს ის) რომელმაც ასეთი სერიოზული დაზიანებები მიაყენა ადამიანებს, გირაოთი თავისუფლდება, სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს. მე მგონია, რომ მართლმასჯულების სისტემას ამით სერიოზული ზიანი ადგება. ასე რომ, მე მათ ადგილას უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდებოდი მსგავს შემთხვევებზე აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას”, – თქვა ჩუგოშვილმა.

საქმე ეხება 13 იანვარს კლუბ “ბასიანზე” პოლიციელისა და დაცვის ორი წევრის დაჭრას. პირი, ვისაც ეს დანაშაული ედება ბრალად, თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას კლუბის თანამშრომლების, დაზარალებულების ოჯახის წევრებისა  და საზოგადოების ნაწილის აღშფოთება მოჰყვა.

დაჭრაში ბრალდებულისთვის შეფარდებული გირაო პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

კლუბ “ბასიანის” თანადამფუძნებელმა, ნაჯა ორაშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ბრალდებული პრივილეგირებული ოჯახის შვილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი