ახალი ამბები

ალასანია: საქართველო არაერთგზის წამომდგარა ფეხზე და ახლაც გაიმართება წელში

8 აგვისტო, 2013 • • 1019
ალასანია: საქართველო არაერთგზის წამომდგარა ფეხზე და ახლაც გაიმართება წელში

თავდაცვის მინისტრმა ჯარისკაცის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

 

“თქვენ დღეს ფიცი დადეთ იმ ადგილას, სადაც 5 წლის წინ ჩვენმა მეომრებმა მტრებსაც და მოკეთეებსაც დაანახეს, რომ სამშობლოს დაცვაზე მეტი ღირსეული საქმე არ არსებობს. ეს გაძლევს დიდ ღირსებას. სწორედ ამიტომ, დღეს თქვენი სამხედრო სამსახურში ჩაბმა ჩვენთვის ძალიან საამაყოა და ეს  თავისუფალი, თავმოყვარე კაცისთვის ყველაზე დიდი ჯილდოა. მრავალრიცხოვანი მტრების მიუხედავად, საქართველო არაერთგზის წამომდგა ფეხზე და ახლაც გაიმართება წელში. დღეს რომ საქართველო არსებობს და ჩვენი ქვეყანა დღემდე მოვიდა, ეს თქვენნაირი მამულიშვილების და პატრიოტების დამსახურებაა. როდესაც სამხედრო ფორმას იცვამ, გააზრებული გაქვს, რომ სიცოცხლესაც კი შეელევი, თუკი ეს ღირსებას და სამშობლოს დამოუკიდებლობას დასჭირდა. ძლიერი არმია ძლიერ ეკონომიკასთან, განათლებულ სასამართლოსთან ერთად, გახდის ჩვენ დამოუკიდებელ და დემოკრატიულ სახელმწიფოს მიმზიდველს ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის. სულ რადმენიმე კილომეტრში გადის ოკუპაციის ხაზი ეს მძმე მემკვიდრეობაა, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ყველაზე თანამედროვე და ყველაზე ძლიერი იარაღი, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის მეომრის გაუტეხავი სული”, – მიმართა ალასანიამ წვევამდელებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი