ლიანდაგში მოქალაქის ჩავარდნის გამო თბილისის მეტროს ერთი მონაკვეთი დროებით გაჩერებულია

თბილისის მეტროს ხაზი გურამიშვილი-დიდუბის მონაკვეთი დროებით გაჩერებულია. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში გვითხრეს, ამის მიზეზი ის გახდა, რომ დიდუბის მეტროსადგურზე ერთ-ერთი მოქალაქე ლიანდაგში ჩავარდა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოქალაქე დაახლოებით 14:30 საათზე ჩავარდა, თუმცა მისი გადარჩენა მოხერხდა. მან სხეულის დაზიანებები მიიღო. ამჟამად გადაყვანილია საავადმყოფოში.

“მოქალაქე ცოცხალია, მიიღო სხეულის დაზიანება. მომხდარის გამო გურამიშვილი- დიდუბის მონაკვეთი, პოლიციის მოთხოვნით, გაჩერებულია. მომხმარებლებს ჩვენ ვემსახურებით ახმეტელის მეტროდან-გურამიშვილამდე და ვაგზლის მოედნიდან – ვარკეთილამდე. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ხნით იქნება ეს ხაზი გაჩერებული, პოლიცია ადგილს სწავლობს,”- განმარტეს კომპანიაში.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან