ახალი ამბები

მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა დროებით შეჩერდა

8 მაისი, 2022 • 1105
მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა დროებით შეჩერდა

თბილისის მეტროს პირველი ხაზი რამდენიმე წუთით მგზავრებს ვერ მოემსახურება. ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაუდასტურეს.

როგორც სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი, რომლის აღმოფხვრასაც 10-15 წუთი დასჭირდება. სწორედ ამ დროში ვარაუდებენ მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობის აღდგენას.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი