ახალი ამბები

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მგზავრთა მიღება აღდგა

25 ივლისი, 2021 • 1468
თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მგზავრთა მიღება აღდგა

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგა. აღნიშნულ მიმართულებაზე მგზავრთა მიღება რამდენიმე წუთის განმავლობაში ტექნიკური ხარვეზის გამო შეჩერებული იყო.

როგორც “ნეტგაზეთს” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა ტექნიკური უნივერსიტეტისა და სამედიცინო უნივერსიტეტის სადგურებს შორის მონაკვეთზე, რის გამოც საბურთალოს ხაზის მეტროსადგურებზე მგზავრთა მიღება დროებით შეჩერებული იყო.

ხარვეზის აღმოსაფხვრელად ადგილზე მუშაობდა ტექნიკური ჯგუფი.

მასალების გადაბეჭდვის წესი