ახალი ამბები

მოხატვა და დროებითი პატრულირება მიწისქვეშა გადასასვლელებში – კალაძის ინიციატივა

7 ნოემბერი, 2017 • 2651
მოხატვა და დროებითი პატრულირება მიწისქვეშა გადასასვლელებში – კალაძის ინიციატივა

თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა კახა კალაძემ ზოოპარკისა და ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი დაათვალიერა,თბილსერვის ჯგუფისხელმძღვანელობასთან ერთად

მიწისქვეშა გადადასვლელებში არსებული მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს. ძალიან მძიმე ვითარებაა. „თბილსერვისისხელმძღვანელს მინდა ვთხოვო, რომ დღესვე დაიწყოთ სამუშაოების შესრულებამორეცხვა, ელექტროგაყვანილობა და განათება, რადგან აღარაფერი არსებობს. ყველაფერი, რაც ადრე იყო, დაზიანებულია. შესაბამისად, ეს ყველაფერი მალე უნდა მოვიყვანოთ მწყობრში და მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ გადაადგილება კომფორტულად შეეძლოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ ქალაქში ზოგიერთი მიწისქვეშა გადასასვლელი გასხვისებულია ან იჯარით არის გაცემული.

ჩვენ არავის საკუთრებას არ ვეხებით, თუმცა მინდა გთხოვოთ, რომ ერთიანი სტანდარტი იქნეს შემუშავებული და ათი დღის განმავლობაში სრული სურათი წარმოადგინოთ. ყველა ადამიანმა, მესაკუთრემ თუ ვისაც იჯარით აქვს გაცემული მიწისქვეშა გადასასვლელი, კეთილი უნდა ინებოს და ერთიან სტანდარტში უნდა მოიყვანოს არსებული მდგომარეობა. ბევრ კონკრეტულ ადგილზე მძიმე მდგომარეობაა და ეს ძალიან სწრაფად უნდა მოვაგვაროთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კალაძემ ახალგაზრდებს მიმართა მიწისქვეშა გადასასვლელების მოხატვასთან დაკავშირებით:

ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვყავს და ალბათ შევიმუშავებთ კონკრეტულ გეგმას, რომელიც ზოგადად, გვირაბების მოხატვას ეხება. შესაბამისად, მომდევნო დღეების განმავლობაში, როდესაც მიწისქვეშა გადასასვლელებზე სრული სურათი გვექნება, ახალგაზრდებს კონკრეტულ ადგილებს შევთავაზებთ, სადაც გვირაბების მოხატვა უნდა განხორციელდეს“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, დედაქალაქში არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში არსებული ინფრასტრუქტურა დააზიანეს, რასაც მომავალში კონტროლს გაუწევენ. შესაბამისად, კახა კალაძემთბილსერვისისხელმძღვანელ ლევან ჯღარკავას მიმართა, სამუშაოების განხორციელების დროს დროებითი პატრულირება გამოიყენონ.

იყო გაკეთებული ეს ყველაფერი, თუმცა დაანგრიეს, გატეხეს, კამერები დააზიანეს და ა.. ამიტომ, გავაკეთოთ დროებითი პატრულირება. თუ დაგჭირდებათ, გამოიყენეთ შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც ყველაფერში დაგეხმარებათ, რადგან სანამ კამერების დამონტაჟებას დაიწყებთ, მოქალაქეები, რომლებიც ამას აკეთებენ, არ შემოვიდნენ და იგივე არ გაიმეორონ“, –  მიმართა კახა კალაძემ ლევან ჯღარკავას.

მასალების გადაბეჭდვის წესი