ანონსი – 6 ნოემბერი

09:00  საათზე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. მისამართი: გორგასლის 24ა,იუსტიციის სამინისტრო

13:00 საათზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე სტუდენტებისთვის ნატოსა და ევროკავშირის თემაზე საშემოდგომო სკოლას გახსნიან. მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზირი N82 (ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი)საკონტაქტო პირი: მარიამ ჯაფარიძე 555101040

13:00 საათზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვაინახური კულტურის დღეების გახსნას დაესწრება.მისამართი: ქ. გორი, ჭავჭავაძის 53.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com