ახალი ამბები

ავარიის შედეგად მოპედის მძღოლი დაიღუპა

2 ნოემბერი, 2017 • 1957
ავარიის შედეგად მოპედის მძღოლი დაიღუპა

ზუგდიდი-ცაიშის ავტომაგისტრალზე დღეს კიდევ ერთი ავტოავარია მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ გზატკეცილზე გაჩერებულ ტრაილერებს მოპედი შეეჯახა, რამაც მოპედის მძღოლის სიკვდილი გამოიწვია. გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ დღეს ზუგდიდი-ცაიშის ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ყოფილი პარლამენტარი და მმართველი პოლიტიკური გუნდის რიგებიდან ზუგდიდის საკრებულოში ახლად არჩეული დეპუტატი, თამაზ ჟორჟოლიანი დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი